
კითხვა:
რა უწყებებს აერთიანებს
სამინისტრო?
პასუხი:
სამინისტროს მმართველობის სფეროშია:
საქვეუწყებო დაწესებულებები:
·
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
·
იურიდიული დახმარების სამსახური;
·
პრობაციის ეროვნული სააგენტო;
კითხვა:
რა არის სამინისტროს საქმიანობის სფეროები?
პასუხი:
სამინისტროს საქმიანობის სფეროებია
:
·
სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება;
·
სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა;
·
კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა;
·
სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა;
კითხვა:
რა საკითხებთან დაკავშირებით მოგმართოთ?
პასუხი:
შეგიძლიათ მოგვმართოთ
·
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით;
·
სამინისტროს სისტემაში მომუშავე მოსამსახურეთა ქმედებების კანონიერებაზე;
კითხვა:
რა წესით ხდება შეწყალება, ამნისტია და პირობით ვადამდე გათავისუფლება?
პასუხი:
·
შეწყალება
ხდება პრეზიდენტის აქტით, რაც არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში. სამინისტროს ევალება მხოლოდ შეწყალების აქტის აღსრულება;
·
ამნისტია
არის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას;
·
პირობით ვადამდე გათავისუფლება
გულისხმობს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან,
კანონით დადგენილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში;













