სამინისტროს შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად 2009 წლის 1 თებერვლიდან შეიქმნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.


საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს უფლებამოსილება და სტრუქტურა.


სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:


ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;


სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:


ა) იურიდიული დახმარების სამსახური;

ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტო.

გ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.