კომისიამ 133 მსჯავრდებულის საქმე განიხილა

მუდმივმოქმედმა კომისიამ  განიხილა 133 მსჯავრდებულის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. განხილვის შედეგად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 16 მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე  სასამართლოსთვის წარდგინებით მიემართა. დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით კომისიამ ჩათვალა, რომ  ამ ეტაპზე სასჯელმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 თვეში კვლავ მიმართონ კომისიას. კომისიამ  გამჭვირვალედ და ორი მთავარი პრინციპის - პატიმართა უფლებებისა  და  საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით იმუშავა.