შეხვედრა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ევროპის საბჭოს განვითრების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის საკითხი და ბანკის მხრიდან პროექტის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. გურიის რეგიონში მშენებარე ეს დაწესებულება ქართული პენიტენციალური სისტემის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროექტთან დაკავშირებით. “პატიმართა პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია და ლაითურის დაწესებულების ექსპლუატაციაში შესვლა სწორედ ამ მიზნის სრულყოფილად რეალიზაციას ემსახურება” - აღნიშნა მინისტრმა.